დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ისლამის რელიგიაზე, ვიპოვეთ ფოტოები სიმბოლოს შესახებ.
ისლამი — არაბული სიტყვაა და მორჩილებას ნიშნავს. ისლამი მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ალლაჰის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ალლაჰის მიერ რჩეული მაცნის, მუჰამმადის ქცევით მაგალითზე.
ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში.
 |
მექა მედინა |
.jpg) |
მუსლიმები ნამაზს ასრულებენ |
ისლამურ კულტმსახურების ძირითადი ელემენტებია რწმენის ფორმულა (შაჰადი), ლოცვა, მარხვა, მოწყალება ანუ ქველმოქმედება (ზაქათი) და პილიგრიმობა (ჰაჯი) ანუ სალოცავად მოგზაურობა მექასა და მედინაში.
ლოცვას, როგორც წესი, წინ უძღვის მოსამზადებელი საფეხური - განბანა. დაწესებული დღეში ხუთგზის ლოცვა: დილით - მზის ამოსვლამდე, შუადღისას, ნაშუადღევს, საღამოს და დაღამებისას (დაწოლის წინ). ყოველი ლოცვა იწყევა ზემოაღნიშნული ფორმულით: "არ არსებობს ღმერთი ალლაჰის გარდა.." ამ ფორმულას მუსლიმანი წარმოთქვამს ყველგან, ყოველ მნიშვნელოვან მომენტში, მათ შორის - სიკვდილის წინ. ლოცვის დროს შაჰადი რამდენჯერმე მეორდება.
მუსლიმანები ვალდებული არიან შეინახონ მარხვა რამაზანში. რამაზანი- ისლამური კალენდრის მეცხრე თვეა, ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მუსლიმი მარხულობს. ისინი მარხვის დროს ამბობენ უარს ყველანაირ საჭმელზე და სასმელზე. ბავშვები იწყებენ ნამაზის ლოცვასა და მარხვას გარდატეხის ასაკში. ზაქათიც რამაზანის ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ზაქათი სავალდებულო მოწყილებაა, რომელსაც ყოველ წლიურად გასცემენ გაჭირვებულ ადამიანებს.